მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 6 თვის წინ დააკავეს
მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 6 თვის წინ დააკავეს
საფ­რან­გეთ­ში, ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მე­ლორ ვაჩ­ნა­ძე და­ა­კა­ვეს. ის უკვე 6 თვეა პა­ტიმ­რო­ბა­შია.

ვაჩ­ნა­ძემ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­პა­ტიმ­რო­დან ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ყვე­ბა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და საფ­რან­გეთს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლორ ვაჩ­ნა­ძეს არა­ბი მა­მა­კა­ცის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად. ამა­ვე საქ­მე­ზე კი­დევ ერთი და­კა­ვე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით იმ დროს და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც საფ­რან­გე­თი­დან პო­ლო­ნეთ­ში მი­დი­ო­და.

"ბრალ­დე­ბა
არის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა. საქ­მე ეხე­ბა ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, ჩემი სახ­ლის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში მომ­ხდარ ფაქტს, სა­დაც მოხ­და სრო­ლა. ამ­ბო­ბენ, ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნე­ნო. ამ შემ­თხვე­ვი­დან სამი თვის შემ­დეგ და­მა­კა­ვეს.

თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, რომ მსრო­ლე­ლის სი­მაღ­ლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტ­რი ვარ და არ ემ­თხვე­ვა არა­ფე­რი. მა­ღა­ზი­ა­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია
ვი­დე­ოთ­ვა­ლი და შე­უძ­ლი­ათ გახ­სნან. მო­სა­მარ­თლე მე­უბ­ნე­ბა, რომ ვი­ნა­ი­დან მე ვი­ყა­ვი აქ­ტი­უ­რი და საფ­რან­გეთ­ში ჩა­ვა­ტა­რე აქ­ცი­ე­ბი, შე­საძ­ლოა ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო მი­მალ­ვა­ში და ამ გა­უ­გე­ბა­რი მო­ტი­ვით ვიხ­დი სას­ჯელს. გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები