მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 6 თვის წინ დააკავეს - კვირის პალიტრა

მელორ ვაჩნაძე საფრანგეთში, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 6 თვის წინ დააკავეს

საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში საქართველოში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მელორ ვაჩნაძე დააკავეს. ის უკვე 6 თვეა პატიმრობაშია.

ვაჩნაძემ რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან ვიდეო გაავრცელა, სადაც ყვება მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს, თუმცა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საფრანგეთს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძეს არაბი მამაკაცის მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად. ამავე საქმეზე კიდევ ერთი დაკავებულია, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით იმ დროს დააკავეს, როდესაც საფრანგეთიდან პოლონეთში მიდიოდა.

"ბრალდება არის მკვლელობის მცდელობა. საქმე ეხება ქალაქ მონპელიეში, ჩემი სახლის მახლობლად მდებარე მაღაზიაში მომხდარ ფაქტს, სადაც მოხდა სროლა. ამბობენ, ქართველები იყვნენო. ამ შემთხვევიდან სამი თვის შემდეგ დამაკავეს.

თვითმხილველი ამბობს, რომ მსროლელის სიმაღლე 170 სმ იყო, მე კი 2 მეტრი ვარ და არ ემთხვევა არაფერი. მაღაზიაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი და შეუძლიათ გახსნან. მოსამართლე მეუბნება, რომ ვინაიდან მე ვიყავი აქტიური და საფრანგეთში ჩავატარე აქციები, შესაძლოა ხალხს დავეხმარო მიმალვაში და ამ გაუგებარი მოტივით ვიხდი სასჯელს. გაგრძელება