ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა
ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა
ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც
ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"

შეგონება
15 იანვარი 2020 10:02
ისე უნდა იმუშაო, ხალხში გასვლისა და დაჯდომის არ უნდა გეშინოდეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები