ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა - კვირის პალიტრა

ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა

ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.

"ინტერპრესნიუსი"