ოზურგეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

ოზურგეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ოზურგეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს. ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ამ დროისთვის, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",-აცხადებენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"