სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განმარტა, სასამართლო თვეში ერთხელ განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და ვინაიდან საქმეში ახალი გარემოებები არ გამოკვეთილა, რაც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის წინაპირობაა, მოსამართლემ ის პატიმრობში დატოვა.

მისივე თქმით, მოსამართლემ ასევე მიიჩნია, რომ ოქრუაშვილის მხრიდან კვლავ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

ადვოკატ ვახტანგ იაშვილის თქმით, ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა პირადად
ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნაა.

შეგახსენებთ, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სამი მოწმე - ორი გამომძიებელი და შსს-ს პრესცენტრის თანამშრომელი დაიკითხა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 23 იანვარს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები