"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" - როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევას
"მიკვირს, რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის პოპულარობაში" -  როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევას
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის პრეზიდდენტობის დროს საქართველოში ეკონომიკა მკვეთდრად გაიზარდა და შემცირდა სიღარიბე.

განცხადებას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს. შედარება არის ძალიან მარტივი, ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ.

ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით.

ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის
დროს გაიზარდა 2.5-ჯერ.

ჩემ დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდა დოლარებში 0%-ით.

მე ხელისუფლება გადავაბარე არჩევნებით და ეს არ აპირებს.

მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო.

ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან.

მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული
როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელო

პატარა სოფელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში. ივანიშვილმა კი

შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა!

ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს,

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს.

#საქართველოშიუნდაგათენდეს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.



Mine
18 იანვარი 2020 15:45
Ar ikneba misa Gansxvaveba sen zalian sudebi akete xalxs kvelaperi axsovs ar aviskdeba
zzzzzz
18 იანვარი 2020 15:22
ვაი შენ პატრონს!
ქართველი
17 იანვარი 2020 12:57
ჩვენ ის გვიკვირს შარვალს უკუღმა რომ იცვამდი ახლა შიშველი რომ არ დარბიხარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები