"თურქეთს მოუწევს გაათავისუფლოს ლავასოღლი, თუ საქართველო კვლავ არ დათანხმდება მის მიღებას" - კვირის პალიტრა

"თურქეთს მოუწევს გაათავისუფლოს ლავასოღლი, თუ საქართველო კვლავ არ დათანხმდება მის მიღებას"

თურქული მედიის ცნობით, საქართველო უარს აცხადებს მიიღოს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე მინდია ლავასოღლი, რომლის ექსტრადიციასაც ქვეყანაში თურქეთი გეგმავს. მედიის ცნობით, ლავასოღლის საქართველოში ექსტრადიციის ბოლო ვადა თებერვალში იწურება და თუ თბილისი მის მიღებაზე კვლავ უარს განაცხადებს, ანკარას მოუწევს მისი გათავისუფლება.

მინდია გორაძე, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა, 2018 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ ტრაპიზონში დააკავეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს, თუმცა, ცოტა ხანში ხელახლა დააკავეს.

"მას შემდეგ თურქეთი ცდილობს დიპლომატიური არხებით ზეწოლა მოახდინოს თბილისზე მის ექტრადიციასთან დაკავშირებით, თუმცა უშედეგოდ",- წერს თურქული მედია.

"ინტერპრესნიუსი"