სასულიერო პირი, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა
21-01-2020
სასულიერო პირი, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა
სასულიერო პირი ლაშა ჩიქოვანი, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, სინანულისთვის მონასტერში გამწესდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ლაშა ჩიქოვანი მონასტერში უკვე გაიგზავნა, თუმცა დეკანოზი არ აკონკრეტებს, რომელ მონასტერში გამწესდა სასულიერო პირი და იქ რამდენი ხნის განმავლობაში დარჩება.

ცნობისთვის, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო პროცესი 4 მარტს დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?