რას ამბობს ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე
22-01-2020
რას ამბობს ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე
მე წლებს არ ვითვლი, - ასე შეაფასა "ინტერპრესნიუსთან" ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა აღნიშნულ განცხადებაში, ზაზა სარალიძემ უპასუხა, რომ მისთვის მთავარია, სიმართლე ითქვას.

"ჩემი პასუხი იქნება, რომ მე წლებს არ ვითვლი. არ მაინტერესებს, ვის რამდენს მიუსჯიან. ჩემთვის მთავარია, რომ სიმართლე ითქვას, მეტი არაფერი არ მაინტერესებს, მთავარია სიმართლე უნდა ითქვას საბოლოო ჯამში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

აღნიშნულის შესახებ ნადირაძემ ჟურნალისტებს უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა.

თუ რა პირობებით გაუფორმდა მსჯავრდებულს საპროცესო შეთანხმება, აღნიშნულთან დაკავშირებით,
პროკურორი არ საუბრობს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ  გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაამტკიცებას?
თვის კითხვადი სტატიები