ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს

თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა და ჩვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას.

"ინტერპრესნიუსი"