ვინ არის გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული? - დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

ვინ არის გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული? - დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი

დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ზაზა მურჯიკნელია, იგი ყოფილი სამხედრო პირია და 2009 წელს არის ნასამართლევი. ქალბატონი დოდო გუგეშაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

"მას არ ვიცნობს და არანაირი შეხება არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ის მხოლოდ შემსრულებელია, ჩვენზე თავდასხმა კი სხვამ დაუკვეთა". - განგვიცხადა ქალბატონმა დოდომ.

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

იხილეთ დოდო გუგეშაშვილის ინტერვიუ - "მან, ფაქტობრივად, ორივე მოგვკლა..."

იხილეთ ზაზა მურჯიკნელის დაკავების კადრები