გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამნისტიით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა? - კვირის პალიტრა

გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამნისტიით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა?

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი ვაჟის, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 45 წლის ზაზა მურჯიკნელია. იგი 24 იანვარს, გამთენიისას, გლდანში დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამხედრო პირია, რომელიც 2009 წელს, ე.წ. მუხროვანის ამბოხის შემდეგ დააკავეს, გაასამართლეს, შედეგ კი ამნისტიით გამოუშევს. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი დოდო გუგეშაშვილი ამბობს, რომ დაკავებულის სახელი და გვარი არაფერს ეუბნება.

ზაზა მურჯიკნელი იძებნება პოლიტპატიმართა სიაში, როგორც მუხროვანის საქმის ფიგურანტი. რის მერეც მას ამნისტია შეეხო.

დაკავებული ბრალდებას არ აღიარებს.

იხილეთ ასევე: "მან, ფაქტობრივად, ორივე მოგვკლა..." - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი მის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?