"ზაზა მურჯიკნელი საქმესთან შემხებლობას უარყოფს, გაოგნებულია" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი?
"ზაზა მურჯიკნელი საქმესთან შემხებლობას უარყოფს, გაოგნებულია" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი?
თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ნოდარ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლეიტენანტის, ზაზა მურჯიკნელის ადვოკატი, სულხან კომახიძე აცხადებს, რომ მურჯიკნელი დაკავებით გაოგნებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში სულხან კომახიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გუგეშაშვილებს არ იცნობს და ის აღნიშნულ მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

"მოსამართლის განჩინების საფუძველზე გლდანში, გუშინ ღამე, დაახლოებით, 2 საათიდან 3 საათამდე დააკავეს. ის საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა, სახლში მიდიოდა. ის ამ საქმესთან შემხებლობას უარყოფს. გაოგნებულია დაკავებით,
ელოდება საქმის მასალებში ჩახედვას, რომ გაიგოს მისი დაკავების საფუძველი რა არის. ამ დრომდე საქმის მასალების გადმოცემას ველოდებით, უკვე რამდენჯერმე მივმართეთ", - განაცხადა კომახიძემ.

ზაზა მურჯიკნელს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.

იხილეთ ასევე: გუგეშაშვილის შვილის მკვლელობაში ბრალდებული ამნისტიით პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა?
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები