თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის“ თანამშრომლის დაჭრისთვის ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

დეტალების შესახებ ჯერჯერობით უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ლუბლიანას ქუჩაზე სუპერმარკეტ "სპარის" თანამშრომელი, 24 წლის მამაკაცი მარჯვენა ფერდქვეშა არეშია დაჭრილი. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"