"ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე? - კვირის პალიტრა

"ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე?

კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: "ფორმას გაგხდით" - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

"ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მაშინ როცა მოხდა, ვიცოდით, გავიგეთ, რომ გააჩერეს და რაღაც ინციდენტი მოხდა, მეც დავარქმევდი, რომ რაღაც უმნიშვნელო. იქ არ მიდის არც ხელით შეხება და არც გინება. ასეთი პრეცედენტი ძალიან ბევრი ხდება. თუნდაც ავიღოთ აქციების დროს, ამაზე ათჯერ უფრო მძიმე თემები ხდება, რომელსაც არ ვაკავებთ. პოლიციას იქ არ აგინებს", - განაცხადა გომელაურმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ.

მისივე თქმით, გავრცელებულ ვიდეოში არ ჩანს, რა უძღოდა წინ დაპირისპირებას.

"რა თქმა უნდა, ეს ძლიან არასასიამოვნო იყო. ეს ადამიანი აგრესიული გახდა, თუმცა ამ ვიდეოს წინ რა უძღოდა ის არ ჩანს. რატომ გახდა ეს ადამიანი აგრესიული? ეს ადამიანი, როგორი ადამიანია ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ შევაფასო, ბოდიშს მოგიხდით. ოჯახმა გააკეთა განცხადება და ა.შ. ის თემა, რომ ის ადამიანი ხელით ეხება, არ აგინებს... ნუ, მოხდა ეს პრეცედენტი ექვსი წლის წინ. ეს ახლა ამას (საპატრულო პოლიციის თანამშრომელს), შენახული ჰქონდა, თუ რა ჰქონდა ნამდვილად არ ვიცოდი. არც მახსოვდა ეს დვალიშვილი იყო, სხვა გვარი იყო, თუ ვინ იყო", - აღნიშნა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, პატრულ-ინსპექტორი ვალდებული იყო გადაღებული მასალა გენერალურ ინსპექციაში წაეღო და ვიდეო არ უნდა შეენახა.

"რაც შეეხება დევნას, რაც ახლა ამ ადამიანმა გააკეთა... საპატრულო პოლიციაში ჩვეულებრივი რეფორმა გაკეთდა და ამ ადამიანს უწევდა სხვა თანამდებობაზე გადასვლა. ეს ჩვეულებრივი თემაა. დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ, მითხრან მოადგილედ უნდა გადახვიდე ამ და ამ სამინისტროში. გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვეტს პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. უკაცრავად, ჩანაწერებით კი არ უნდა გამოვვარდე. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. მინდა ხაზი გავუსვა, თუ ამან (პოლიციელმა) ნახა, რომ დანაშაული იყო, ვალდებული იყო ეს წაეღო გენ.ინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა. "ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახე" - ვინ დევნიდა?!. ეს ადამიანი ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, დაუსაქმეს არა, მივიდა, მუშაობა დაიწყო ქალბატონმა. ხელი არავის შეუშლია. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ დევნაში ყიფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის, შსს-ს მიერ და ზეწოლის ქვეშ რომ ყიფილიყო, იმუშავებდა?!", - განაცხადა გომელაურმა.

იხილეთ ასევე: "უკაცრავად, კიტა იზორია მე უნდა დამესაჯა? კარგი რა, ჩემმა მოადგილეებმა უნდა დასაჯონ ადამიანები, რომლებსაც პატრული მანქანით გააჩერებს?!"

"ინტერპრესნიუსი"