"თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული" - კვირის პალიტრა

"თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული"

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა. "ეს გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

უწყების განმარტებით, "სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია".

"ინტერპრესნიუსი"