საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა - კვირის პალიტრა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორის ირაკლი შოთაძეა

საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია, რომელთა შორისაც ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეა.

პროკურორობის კიდევ სამი კანდიდატია - სოფიო შენგელია, ვალერიან ვაჭარაძე და დარიკო თორდია.

ირაკლი შოთაძემ 10 ხმა მიიღო, სოფიო შენგელიამ - 9 ხმა, ვალერიან ვაჭარაძემ - 8 ხმა, ხოლო დარიკო თორდიამ 7 ხმა მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 12-მა წევრმა მიიღო.

ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ ერთიან სიაში შეყვანილ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება გუშინ, 5 თებერვალს დაასრულა. ხვალ კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება, რის შემდეგაც საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

"ინტერპრესნიუსი"