"ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე" - რას ჰყვება მოკლული უცხოელის სიმამრი? - კვირის პალიტრა

"ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე" - რას ჰყვება მოკლული უცხოელის სიმამრი?

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის.

მოკლული ოჯახის წევრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა.

"ჩვენ დავხარჯეთ ბევრი ფული, რომ საქართველოში დავრჩენილიყავით, კარგი ქვეყანაა, მაგრამ ცუდი ხალხი ცხოვრობს. პოლიციას და მერიას დაახლოებით 100 - ჯერ დავურეკეთ და ვთხოვეთ კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არცერთხელ არ მოსულან. ადრე ჩემს სიძეს დაარტყა, დღეს კი ის უკვე დავკარგე. ჩემი ქალიშვილი შოკშია, არ ვიცით სად უნდა წავიდეთ. გუშინ ღამით ჩვენი ღობე და კამერები დაამტვრია, დღეს კი იარაღი მოიტანა მის მოსაკლავად. დღეს დილით, როდესაც მოვედით სახლში შემოსვლას ცდილობდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ამის უფლება არ მისცა, რის შემდეგაც ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ 3-ჯერ მას ესროლა. პაკისტანიდან ვართ, მაგრამ საუდის არაბეთიდან ინვესიტიციის განსახორციელებლად ჩამოვედით. დაახლოებით ერი წელია, რაც ეს მიწა ვიყიდეთ და სახლში დაახლოებით 300 000 დოლარი დავხარჯეთ”, - განაცხადა გარდაცვლის სიმამრმა.

იხილეთ ასევე: მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული მეზობლები იყვნენ - ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა