"ჯერ დაიცა, ცოტაც და შუბლს გაგიხვრეტ" - რა განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტისა და მისი შვილების მუქარის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ? - კვირის პალიტრა

"ჯერ დაიცა, ცოტაც და შუბლს გაგიხვრეტ" - რა განაჩენი გამოუტანა პრეზიდენტისა და მისი შვილების მუქარის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ?

საქართველოს პრეზიდენტისა და მისი შვილებზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე ბრალდებულ, გიორგი რუსიტაშვილს, თბილისი საქალაქო სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამდე პერიოდს ემთხვევა,  როცა იგი წინასაპრეზიდენტო მზადების აქტიურ ფაზაში იყო. სალომე ზურაბიშვილის შვილებს "ფეისბუქით დაემუქრნენ". აღნიშნულ ფატქზე,  სასამართლოს ჩვენმება მისცეს პრეზიდენტის შვილებმა. როგორც ჩვენიბიდან ჩანს, პრეზიდენტის მხოლოდ ერთმა შვილმა აღიქვა მუქარა რეალურად. თეიმურაზ გორჯესტანის ჩვენების თანახმად, მან იფიქრა, რომ დედამის და მის სიცხოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა. რადგან გაარკვია, რომ გიორგი რუსიტაშვილი პროფესიონალი სამხედრო იყო.