"ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა"
"ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა"
ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დამ­ნა­შა­ვედ ცნო ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ში. საქ­მე, რო­მე­ლიც არც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­მო­ი­ძია და 2017 წელს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო და­ი­ხუ­რა, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ შე­ის­წავ­ლა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ ათი წლის თავ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სარ­ჩე­ლის­თვის არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად 25 ათა­სი ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა.

სტრას­ბურ­გის მიერ გა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი ორი­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მრავ­ლად არი­ან. ამ­ჯე­რად კი, საქ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა.

"საყ­ვა­რე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ"
2003 წლის 22 ნო­ემ­ბერს,
"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" სა­ხე­ლით მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის დროს, ავ­ტო­ა­ვა­რია მოხ­და. მა­შინ­დე­ლი უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სპე­ცი­ა­ლუ­რი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა "ჯტრ"-ი "ბმვ"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი ადა­მი­ა­ნი - 23 წლის და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე და ეთერ ში­ოშ­ვი­ლი-წუ­ლი­აშ­ვი­ლი გარ­დაც­ვა­ლა. ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა მო­სარ­ჩე­ლე მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძეც, რო­მელ­მაც ტრა­გი­კუ­ლი
შემ­თხვე­ვის გამო შვი­ლი და და და­კარ­გა. ფაქ­ტი­დან მე­ო­რე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე სსკი-ის 276-ე მუხ­ლით საქ­მე აღ­ძრა. 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თავ­დაც­ვი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი, ასე­ვე თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ებ­დნენ საქ­მეს. ის რამ­დენ­ჯერ­მე და­ი­ხუ­რა და გა­ნახ­ლდა. 2010 წელს კი პრო­კუ­რა­ტუ­რამ მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძეს აც­ნო­ბა, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ქმე­დე­ბე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო იმის და­ნამ­დვი­ლე­ბით დად­გე­ნა, რა მოხ­და 2003 წლის ნო­ემ­ბერ­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რამ საქ­მე 2017 წლის მარ­ტში, ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო, სა­ბო­ლო­ოდ შე­წყვი­ტა.

მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძემ AMBEBI.GE-სთან 17 წლის წინ მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გა­იხ­სე­ნა და იმ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბო, რა­საც იგი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სი­მარ­თლის დად­გე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში აწყდე­ბო­და.

"იმ დღეს სა­ღა­მოს გა­დავ­წყვი­ტე ჩემი შვი­ლის მან­ქა­ნით გავ­სუ­ლი­ყა­ვი ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, თან წა­ვიყ­ვა­ნე ჩემი და თა­ვი­სი სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლით. გორ­გას­ლის ქუ­ჩა­ზე პა­ტა­რა ხიდი იყო ჯე­ბი­რე­ბით და ზუს­ტად იმ ად­გი­ლას შევ­ხვდით "შავ­ნა­ბა­დას" სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ჯგუ­ფი­დან გა­მო­სულ ორ ბე­ტე­ერს. ერ­თმა­ნეთს "აბ­გონს" უკე­თებ­დნენ. ვერ ჩა­ვე­ტი­ეთ იმ ათ­მეტ­რი­ან გზა­ში და ერთ-ერ­თმა "ბე­ტე­ერ­მა" გვერ­დი გაგ­ვკრა. ად­გილ­ზე და­მე­ღუ­პა და, ჩემი შვი­ლი კი მე ჩა­მი­ვარ­და კალ­თა­ში... 30 სა­ა­თი იყო კო­მა­ში და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მე გო­ნე­ბა არ და­მი­კარ­გავს. ვუ­პატ­რო­ნე და­საც, შვილ­საც და დის­შვი­ლებ­საც. ჩემი დის­შვი­ლი იმის მერე პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი დარ­ჩა. მე რაც გა­და­ვი­ტა­ნე, მტერ­საც კი არ ვუ­სურ­ვებ...

იმ დღი­დან ვიბ­რძვი სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. თავ­და­პირ­ვე­ლად, სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან სწო­რად და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­მო­ძი­ე­ბა. გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გოჩა სხირტლა­ძემ გა­მო­ავ­ლი­ნა ის "ბე­ტე­ე­რიც", რო­მე­ლიც დაგ­ვე­ჯა­ხა, მისი დამ­ნა­შა­ვე მძღო­ლიც და სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი. თან გე­უბ­ნე­ბო­და, ისე­თი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და ზე­წო­ლაა, ვერ აღ­გი­წერ­თო. ეს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჩემს საქ­მეს შე­ე­წი­რა - სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამის შემ­დეგ, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, საქ­მე გა­დას­ცეს უშიშ­რო­ე­ბას. სწო­რედ უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო ის პირი, ვინც ჩვენ დაგ­ვე­ჯა­ხა. გა­სა­გე­ბი იყო, რო­გორც გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ. მას შემ­დეგ საქ­მე­ზე არა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლა. გა­ა­ჭი­ა­ნუ­რეს შეგ­ნე­ბუ­ლად და ხან­დზ­მუ­ლო­ბის ვა­დის გას­ვლის გამო და­ხუ­რეს. გა­სა­გე­ბია, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას არ გა­მო­ი­ძი­ებ­და, მაგ­რამ არც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­კე­თე­ბია რამე. მუდ­მი­ვად ვა­წუ­ხებ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ, პა­სუხს არა­ვინ გვცემ­და", - გვიყ­ვე­ბა შვილმკვდა­რი დედა.

მა­რი­ამ საყ­ვა­რე­ლი­ძე იხ­სე­ნებს, რომ არა­ერ­თხელ სცა­და ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ყო­ველ ჯერ­ზე მხო­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფას იღებ­და.


"რას არ ვა­კე­თებ­დი, რო­გორ ვცდი­ლობ­დი, რომ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ საქ­მე. სა­ა­კაშ­ვილს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვდი პი­რა­დად. ვცდი­ლობ­დი, სა­დაც კი გა­მოს­ვლა ჰქონ­და, მივ­სუ­ლი­ყა­ვი, ხმა მი­მეწვდი­ნა და მე­თხო­ვა პი­რად კონ­ტროლ­ზე აეყ­ვა­ნა საქ­მე. რა მი­ა­მი­ტი ვი­ყა­ვი... კონ­ტროლ­ზე ისე­დაც ჰქონ­და აყ­ვა­ნი­ლი და გა­ცე­მუ­ლი ჰქონ­და ბრძა­ნე­ბა, არ გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ. ერთხელ სახ­ლთან მთე­ლი დღე ვე­ლო­დე­ბო­დი. დი­ლის ხუთი სა­ა­თი­დან ვი­დე­ქი მო­პირ­და­პი­რე სა­დარ­ბა­ზო­ში და რომ გა­მო­ვი­და, რას და­დი­ხარ აქაო, ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­აო. ამ­რე­ზით მი­თხრა, ჩაჯ­და მან­ქა­ნა­ში და წა­ვი­და. კა­ჩინ­სკის ძეგლის გახ­სნი­სა­საც ვცდი­ლობ­დი მის­თვის წე­რი­ლი გა­და­მე­ცა. მომ­ვარ­დნენ დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მათ­რი­ეს, ჩამ­კე­ტეს სა­დღაც და სა­ნამ არ დას­რულ­და ღო­ნის­ძი­ე­ბა, არ გა­მო­მიშ­ვეს. 26 მა­ის­საც ვცდი­ლობ­დი მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას. მე და ჩემი გოგო ვი­ყა­ვით. მათ­თვის რომ დის­კომ­ფორ­ტი არ შე­მექ­მნა, რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რომ წა­ვეყ­ვა­ნეთ გომ­ბო­რის ტყე­ში და იქ და­ვეგ­დეთ. მარ­თლაც მოგ­ვცვივ­დნენ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი, ძა­ლით ჩაგ­ვსვეს მან­ქა­ნა­ში და მივ­ყავ­დით ტყის­კენ. გზად ავ­ტირ­დი და ამ ბი­ჭებს ვუ­თხა­რი, სა­დაც გინ­დათ იქ წა­მიყ­ვა­ნეთ, ოღონდ მა­ნამ­დე ჩემი ამ­ბა­ვი მო­ის­მი­ნეთ-მეთ­ქი. მო­ვუ­ყე­ვი ჩემი გა­სა­ჭი­რი. გა­გიჟ­დნენ ეს ბი­ჭე­ბი. მძღო­ლი ახალ­გაზ­რდა, ასე 25 წლამ­დე ბიჭი იყო, სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­და და პა­ტი­ე­ბას მთხოვ­და. მი­თხა­რით, სად არის და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი თქვე­ნი შვი­ლი, ბო­დი­ში უნდა მო­ვუ­ხა­დო დე­და­მისს რომ ასე შე­ვე­ხე და ძა­ლით ჩავ­ტე­ნე მან­ქა­ნა­შიო. მარ­თლაც აგ­ვიყ­ვა­ნა სა­საფ­ლა­ო­ზე და სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვე­ლო­დე­ბო­და იქ, და­ჩო­ქი­ლი იდგა და ჩემი შვი­ლის სულს პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და. ეს იყო ერ­თა­დერ­თი ღვთის­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი­დან, ვის­თა­ნაც მო­მი­წია შეხ­ვედ­რამ ამ ჩვიდ­მეტ­წ­ლი­ა­ნი ბრძო­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში. წლე­ბის მან­ძილ­ზე მყა­რა­უ­ლობ­დნენ ძა­ლო­ვა­ნე­ბი. 24 სა­ა­თის რე­ჟიმ­ში იდ­გნენ ჩემს სახ­ლთან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით და მით­ვალ­თვა­ლებ­დნენ. რომ მიხ­ვდნენ, არ გავ­ჩერ­დე­ბო­დი, გა­და­წყვი­ტეს ჩვენ და­ვე­ჭი­რეთ აქეთ.

ბუ­შის ვი­ზი­ტის დროს, ტე­რაქ­ტის ამ­ბავ­ზე დაგ­ვი­ბა­რეს, არა­ერ­თხელ დაგ­ვკი­თხეს და მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­დნენ ჩვენ­თვის და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ". იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები