"ჩემ თვალწინ გოგოს ყელში დანა გამოუსვეს" - ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი ქმარი დააკავეს - კვირის პალიტრა

"ჩემ თვალწინ გოგოს ყელში დანა გამოუსვეს" - ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით ყოფილი ქმარი დააკავეს

"ჩემ თვალწინ გოგოს ყელში დანა გამოუსვეს, გაჩერებაზე, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას თან, ჯავახეთის ქუჩაზე. კარგად ვერ მიწვდა და მეორედაც აპირებდა გამოსმას. ვკანკალებ შიშისგან.

პ.ს. კი გადარჩა. პატრული, სასწრაფო ორ წუთში ადგილზე იყო", - დაწერა 9 თებრვალს "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოცილაურ ქსელში. მალევე ინფორმაცია ოფიციალურადაც გავრცელდა, როგორც გაირკვა, ახალგზარდა ქალი ყოფილმა ქმარმა დაჭრა.

11 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ახალგაზრდა ქალის დაჭრის ბრალდებით, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს ყოფილი მეუღლე - თ.ე. ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"