ავტომობილი შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგად მძღოლი დაიღუპა - ავარია სენაკში - კვირის პალიტრა

ავტომობილი შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგად მძღოლი დაიღუპა - ავარია სენაკში

სენაკში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შენობის კედელს შეეჯახა, რის შედეგად მძღოლი დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"