რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა?
რას ამბობს ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა?
ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ირმა მაისურაძე აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია "ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.

როგორც ჩერქეზია აცხადებს, ბავშვის მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ფულის გადაცემის ფაქტი არ მომხდარა.

"ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე კარგი, რაც მოხდა არის ის, რომ ბავშვი დაიბადა და აბორტი არ გაკეთდა. ეს აჟიოტაჟი
ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის, ბავშვი ცოცხალია“
, - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმას, რომ ბავშვის დედა, სწორედ ახალშობილის გაყიდვის საქმეზეა ბრალდებული, ადვოკატი განმარტავს, რომ მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ბავშვი არ გაყიდულა. მისივე თქმით, ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და სინამდვილეში "ბავშვი არ გაყიდულა“.

"ვის რა ინტერესები
ჰქონდა, რა, როგორ იყო, არავინ იცის. თუკი, შეთავაზება იყო, რომ ბავშვი გარკვეულ თანხად გაყიდულიყო, არ გაყიდულა. ფინანსური დაინტერესება საბოლოო ჯამში, რეალიზებული არ არის და ამ სქემაზე საუბარი ახლა ცოტა უხერხულია“, - აცხადებს ბრალდებული დედის ადვოკატი.

კითხვაზე, თუ ვისგან იყო ბავშვის გაშვილების შეთავაზება ფულის სანაცვლოდ, ადვოკატი პასუხობს, რომ ეს დადგენილი არ არის.

"ჯერ არ ვიცით ვისგან იყო შეთავაზება, მაგრამ ფაქტია, რომ ბავშვის მყიდველი ფაქტობრივად არ არსებობს, ესენი არიან ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს იმ ნაწილში, რომ ბავშვის გაზრდა არ შეუძლია, რადგან ოჯახი მატერიალურად შეჭირვებულია, მას კიდევ ჰყავს ერთი შვილი“
, - აცხადებს ჩერქეზია.

რის სანაცვლოდ დათანხმდა ირმა მაისურაძე შვილის გაშვილებას, ადვოკატი აცხადებს, რომ ეს დადგენილი არ არის და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამასთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. რაც შეეხება იმას, საქმეში მოიპოვება თუ არა ექიმების წინააღმდეგ ბავშვის დედის ჩვენება, ადვოკატი აცხადებს, რომ ექიმების წინააღმდეგ არის ბრალდება, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ გამოკვეთილი არ არის.

"სულ რაღაც 2 დღის ამბავია და ასე ხელაღებით ექიმების დადანაშაულება რთულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავის ადანაშაულებს, ადანაშაულებს მხოლოდ თავის გაჭირვებულ ცხოვრებას. ექიმმა შეიძლება ის უთხრა, იქნებ გააჩინო ბავშვი, გაზარდოო. როცა მიხვდა, რომ ვერ გაზრდიდა, გაშვილება მოიფიქრა. ის, რომ ექიმების შეთავაზებით მომხდარიყო ბავშვის გაყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ აუღია“
, - აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატი ასევე საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც შვილად აყვანის შესახებ კანონმდებლობაშია.

"ბავშვის გაშვილების და შვილად აყვანის კანონი ცოტა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იყოს ეს მოგვარებული, ეს დანაშაულად არ უნდა გადაიქცეს და ტრეფიკინგს არ უნდა გაუთანაბრდეს“, - აცხადებს ირმა მაისურაძის ადვოკატი.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები