"დამატებით სხვა ბრალიც წარედგინა" - რას ამბობს პროკურორი ემზარ კვიციანის ძმისშვილზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული
"დამატებით სხვა ბრალიც წარედგინა" - რას ამბობს პროკურორი ემზარ კვიციანის ძმისშვილზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული
მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ბექა კვიციანის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მას კვიციანი არ შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ღურწკაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბექა კვიციანი არცერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, თუმცა, არა იმის გამო, რომ თავს არიდებს, არამედ იმის გამო, რომ მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

"მასთან პენიტეცნიურ დაწესებულებაში გუშინ ვიყავი და არ შემხვდა. ბადრაგებს დააბარა, მან იცის ჩემი პოზიცია და გააგრძელოს საქმეო", - განაცხადა ღურწკაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე
ბრალდებულ ბექა კვიციანს პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა სურს თუ არა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს. ვინაიდან ის არცერთ სხდომას არ დაესწრება, სასამართლო კვიციანს წერილობითი ფორმით გაუგზავნის ნაფიც მსაჯულთა დებულების შინაარსს, რის შემდეგაც მან აღნიშნულთან დაკავშირებით, პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქმის პროკურორმა
გრიგოლ ბიბილაშვილმა ბექა კვიციანის მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონოსძიების პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორმა განმარტა, გარდა მკვლელობის ბრალდებისა, ბექა კვიციანს დამატებით სხვა ბრალიც წარედგინა, ჯერძოდ კი, დროებითი მოთავსების იზოლატორში პოლიციელებზე თავდასხმისთვის.

ბიბილაშვილის განცხადებითვე, ბრალდებული დანაშაულებრივი ქმედებებისკენაა მიდრეკილი და გასათვალისწინებელია მისი უაღრესად აგრესიული და დაუნდობელი ხასათი, ასევე ის ფაქტი, რომ ბექა კვიციანი მძიმე დანაშაულების ჩადენისთვის წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი.

მოსამართლემ კვიციანი პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის განმარტებით, მხარეებს იმგვარი ახალი მტკიცებულება და ახალი გარემოება არ წარმოუდგენია, რომელიც პატიმრობის ძალაში დატოვებას გააქარწყლებდა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით მისი მეგობარი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმიშვილი, ბექა კვიციანი რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით აქვს წარდგენილი.


"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები