ჯიპი გზიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გორთან ავარიას ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ჯიპი გზიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა - გორთან ავარიას ქალი ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მცირეწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, თბილისიდან ბაკურიანის მიმართულებით მოძრავი "ლექსუსის" მარკის ჯიპი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სარეკლამო ბანერის ბოძს შეეჯახა. ავარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ერთი ქალი.

სამივე დაშავებული კლინიკა "გორმედშია" გადაყვანილი. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ექიმების განცხადებით, 4 და 8 წლის ბავშვების გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში მოხდება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"