"დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან" - რა მოხდა ქეთევან წამებულის გამზირზე? - კვირის პალიტრა

"დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან" - რა მოხდა ქეთევან წამებულის გამზირზე?

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა 36 წლის მამაკაცი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირზე დღეს ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი და დაჭრილი მამაკაცი მეზობლები არიან. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"