"ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი" - რა მოხდა გუდაურში? - კვირის პალიტრა

"ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია კიდევ ერთი პირი" - რა მოხდა გუდაურში?

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. მკვლელობა გამთენიისას ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. დანაშული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი.

"ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, როგორც მოკლული და დაზარალებული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"