"ყვე­ლას უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - ვინ იყო გუდაურში მოკლული ბიჭი?
"ყვე­ლას უყ­ვარ­და და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - ვინ იყო გუდაურში მოკლული ბიჭი?
16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში 28 წლის ბიჭი მოკ­ლეს. მოკ­ლუ­ლი თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც სამ­თო კუ­რორტზე ერთ-ერთ ბარ­ში, ბარ­მე­ნად მუ­შა­ობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოხ­და. 28 წლის გორ­თა­მაშ­ვილ­სა და მის 26 წლის მე­გო­ბარს დავით გორთამაშვილს, 39 წლის მა­მა­კაც­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნა ჭრი­ლო­ბე­ბი და მი­ი­მა­ლა. გორ­თა­მაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე დაჭ­რი­ლი კი გა­დაყ­ვა­ნი­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მკვლელობას წინ უძღვოდა ხელჩართული ჩხუბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია.

გუ­და­ურ­ში თაზო გორ­თა­მაშ­ვილს ბევ­რი იც­ნობ­და.
ის აქ­ტი­უ­რი სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და და სნო­უ­ბორ­დზე სრი­ალ­საც ას­წავ­ლი­და კუ­რორტზე ჩა­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" მე­გობ­რე­ბი იგო­ნე­ბენ მოკ­ლულს:

"თა­ზიკ... არ მჯე­რა და გე­ლო­დე­ბი ისევ, სა­ი­დან­ღაც მოხ­ვალ და ისევ ისე თბი­ლად გაგ­ვი­ღი­მებ... მიყ­ვარ­ხარ ძა­ლი­ან, ნა­თელ­ში იყოს შენი ლა­მა­ზი სული"

"თაზიკ მიყვარხარ, ჩემო ძმაო და სამუდამოდ იცოცხლებ ჩვენს გულებში,
საოცარი ადამიანი ხარ და შევხვდებით ისევ დავიწყებთ ფიქრს რომელ მთაზე წავიდეთ ყველგან რომ გვინდოდა და ყველგან რომ დავდიოდით, გულში ხარ სამუდამოდ"

"თბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი, ყვე­ლას რომ უყ­ვარ­დაა და ვი­ღაც ლა­ჩარ­მა არა­კაც­მა ტყვი­ით მო­უს­წრა­ფა სი­ცო­ცხლე" - წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, 39 წლის მა­მა­კა­ცი პო­ლი­ცი­ამ უკვე და­ა­კა­ვა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) ბრალ­დე­ბით, ცხელ კვალ­ზე, გუ­და­ურ­შივე და­ა­კა­ვეს.

მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.
ჯარისკაცი არ უნდა დაისაჯოს
22 თებერვალი 2020 11:53
დაესივნენ გიენებივით, მან თავი დაიცვა, ისიც უკიდურეს შემთხვევაში.
იკა
21 თებერვალი 2020 12:12
ძალიან სამწუხაროა და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, მაგრამ სანამ ვინმეს ლაჩარს უწოდებთ, იქნებ სიტუაციაში გაერკვიოთ. 5 კაცი, რომ ერთს ცემს, ეგ გგონიათ ვაჟკაცობა და ავღანეთის და ერაყის მისიებში და აგვისტოს ომში მონაწილეობა ლაჩრობა? ზუსტად რომ ვაჟკაცურად ცდილობდა გარიდებოდა იმ აგრესიულ ტურებს ეს კაცი, ხელსაც კი არ უბრუნებდა, 3-ჯერ გაეცალა და არ მოეშვნენ მაინც, მანქანასთანაც დაეწივნენ და იარაღის წართმევაც დაუპირეს (ამ გაწევ-გამოწევაში საკუთარი იარაღითაც დაიჭრა ხელში)... მაინც არ უნდოდა არავის მოკვლა, დაღუპეს ეს კაციც და თავადაც დაიღუპა თავი იმ საცოდავმა... კიდევ ერთხელ ვიზიარებ, მაგრამ იქნებ შეძლოთ და იყოთ ობიექტური.
marina
19 თებერვალი 2020 13:43
ლაჩარია ავღანეთის და ერაყის მისიების ჯარისკაცი? თქვენ რომ ტურისტებს ატყავებდით, იმ ადამიანს სასწორზე ედო სიცოცხლე:(

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?