გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი - კვირის პალიტრა

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ამბობს დაკავებულის ადვოკატი

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს დღეს წარუდგენენ. 39 წლის მ.კ, რომელმაც 28 წლის თაზო გორთამაშვილი შელაპარაკების შემდეგ მოკლა, ყოფილი სამხედროა.

მკვლელობაში ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დაიცავს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე არასწორი მუხლით არის აღიძრული და ბრალდების გადაკვალიფიცირების აუცილებლობის საკითხს აყენებს:

"ეს ადამიანი გახლავთ ძალიან ღირსეული პიროვნება, ყოფილი სამხედრო, აგვისტოს ომის მონაწილე. ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელიც ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.

დღეს გავრცელდა მედიასაშუალებებით ვიდეოკადრები, თუ როგორ ესხმის მას თავს ადამიანთა ჯგუფი, თანაც არაერთგზის და ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევენ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩავრთულიყავი თუ არა ამ საქმეში და როდესაც ვნახე ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა და არანაირი განზრახ ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება აქ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ყველას უყვარდა და ვიღაც ლაჩარმა არაკაცმა ტყვიით მოუსწრაფა სიცოცხლე" - ვინ იყო გუდაურში მოკლული ბიჭი?