დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა მოხდა სოფელ ყარაჯალართან - კვირის პალიტრა

დამწვარ ავტომობილში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - რა მოხდა სოფელ ყარაჯალართან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

როგორც,"ინტერპრესნიუსს"  შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"