გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალართან მისასვლელ გზაზე, ტყეში სამართალდამცველებმა დამწვარი ავტომანქანა ნახეს. არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში მამაკაცის ცხედარი იყო, რომელიც ტაქსის მძღოლია.წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ავტომანქანას ცეცხლი წაუკიდეს.როგორც,"ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"