"საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?
18-02-2020
"საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?
ფოტო:თაზო გორთამაშვილი
16 თე­ბერ­ვალს გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბული 39 წლის მერაბ კობიაშვილია. მას ბრალად 28 წლის თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ და მისი მეგობრის დაჭრა ედება.

ბრალ­დე­ბუ­ლის ინ­ტე­რე­სებს ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე და­ი­ცავს. AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებს, რომ საქ­მე არას­წო­რი მუხ­ლით არის აღიძ­რუ­ლი და ბრალ­დე­ბის გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხს აყე­ნებს:

"ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე. ძა­ლი­ან მშვი­დი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­სა­მარ­თლე­ვი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.
გავ­რცელ­და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ვი­დე­ო­კად­რე­ბი, თუ რო­გორ ეს­ხმის მას თავს
ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, თა­ნაც არა­ერ­თგზის და ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­სა­ქანს არ აძ­ლე­ვენ. მე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რე, ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი თუ არა ამ საქ­მე­ში და რო­დე­საც ვნა­ხე ამ­ჟა­მად ხელ­მი­საწ­ვდო­მი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, დავ­რწმუნ­დი, რომ ეს ადა­მი­ა­ნი თავს იცავ­და და არა­ნა­ი­რი გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა აქ.
იგი იმ­დე­ნად მძი­მედ იყო ნა­ცე­მი, რომ წი­ნას­წა­რი
და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­მაც კი არ მი­ი­ღო და სა­ჭი­რო გახ­და მისი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა. რო­დე­საც მი­ვა­კი­თხე მცხე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, სა­უ­ბა­რიც უჭირ­და, რომ მო­ე­ყო­ლა ჩემ­თვის რა მოხ­და. სას­ტი­კად არის ნა­ცე­მი. ამი­ტომ, საქ­მის ძი­ე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის მუხ­ლით უნდა წა­რი­მარ­თოს" - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ.

მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლემ ნატა ქიტესაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თაზოს ფოტოები ვნახე
და...
მოვკვდი ...
საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი...

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს...


არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!"

შსს საქ­მეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა (108-ე მუხ­ლი) და და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის (19-109- მუხ­ლი) მუხ­ლე­ბით იძი­ებს. ბრა­ლის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.


nata.
21 თებერვალი 2020 07:34
merabis nairi adamianebi dxes santlit aris sazebni sakartveloshi.is hemi klaselis zmaa da ert sopelshi vizrdebodit.zknari.mshvidi,zrdilobiani da kargi dedis axzrdili shvilia.es mis zxovrebidanaz hans vinz merabis iznobda.da im sashineli tragediis videoebidanaz xelsaz ki ar ubrunebda tavdamsxmelebs,gardazvlilis xsovna ikos magrad shemezoda axalgazrda bijia da kvela zodoa sikvdilistvis magram tviton miikvanes merabi am zomamde.ara adamianurad moekznen.tu samartali arsebobs sakartveloshi tavdazvis gamo merabi ar unda daapatimron.kali var da aset momentsi mez ase movikzeodi sanam me momklavdnen me movklavdi.vinz merabis gansjis kvelam jer tkveni tavi zarmoidginet mis adgilze da dausvit tkven tavs shekitxva rogor moikzeodit da ise gansajet mere merabi.
რომა
20 თებერვალი 2020 11:44
რა განძრახ მკველობა ........ სამართალი წინასწარი განზრახვით წავიდა ვინმეს მოსაკლავათ ტუ დაგეგმილი ქონდა ვინმეს მოკვლა თავდაცვის მიზნით გაისროლაა წინაამგდეგ შემთხვევაში შეიზლებოდა თვითონ მოეკლათ
ქართველი
19 თებერვალი 2020 15:49
ჯერ ამ ქვეყანას რა ვუთხარი, ვტერანი მაიორი, იძულებული რომ არის იტაქსაოს და მერე კიდე იმ არაკაცებს,ერთ კაცს ესე რო მოექცნენ.
მერაბი უნდა გათავისუფლდეს და იმ დანარჩენებმა კიდე მუხლებზე პატიება უნდა სთხოვონ ესე რო გაუმწარეს სიცოცხლე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?