გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.პროცესი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საავადმყოფოში - "ჯეო ჰოსპიტალსში" ჩატარდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, ადვოკატები კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.ცნობისთვის, კვირას, გუდაურში ერთი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.იხილეთ ასევე: "საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე? "ინტერპრესნიუსი"