სამტრედიაში განქორწინებისთვის სამოქალაქო რეესტრში მისული ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა - კვირის პალიტრა

სამტრედიაში განქორწინებისთვის სამოქალაქო რეესტრში მისული ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ქმარმა მოკლა

სამტრედიაში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გავრცელებული ინფორმაციით, ქალი განქორწინების მიზნით სამოქალაქო რეესტრის შენობაში იმყოფებოდა, რა დროსაც მეუღლე მივიდა და ყელი გამოჭრა.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"