"იუსტიციის სახლში ხელის განქორწინების მიზნით იყო მისული" - რას ჰყვება სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა - კვირის პალიტრა

"იუსტიციის სახლში ხელის განქორწინების მიზნით იყო მისული" - რას ჰყვება სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა

სამტრედიაში, ქმრის მიერ მოკლული ქალი სალომე ბოხუაა. ის იუსტიციის სახლში ხელის განქორწინების მიზნით იყო მისული, რა დროსაც ყოფილი ქმარი დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა.

როგორც გარდაცვლილის მამა თემურ ბოხუა ამბობს, მან შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და ვიდრე თავადაც შევიდოდა ყოფილი სიძე მის შვილს თავს დაესხა.შენობაში შესულს კი მისი შვილი გარდაცვლილი დახვდა.

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი ჰქონდათ, რის გამოც განქორწინება გადაწყვიტეს.

მოკლული ქალის მამა ჰყვება, რომ ცოლ-ქმარი შეთანხმებული იყო, რომ განქორწინების საბუთებზე ხელმოწერა სკაიპის საშუალებით მოხდებოდა.

"განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე, რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვენენ,"-განაცხადა თემურ ბოხუამ.

"ინტერპრესნიუსი"