ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრების ნება მისცა - კვირის პალიტრა

ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრების ნება მისცა

"თიბისი ბანკის" საქმეზე ბრალდებულ ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრებასთან დაკავშირებით თანხმობა მისცა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.

ავთანდილ წერეთელს მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ისრაელში წასვლის ნებართვა პროკურატურამ იანვრის თვეშიც დართო. მაშინ წერეთელი სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

6 თებერვალს წერეთელი უკვე საქართველოში გახდა შეუძლოდ და ის კლინიკაში გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ ითხოვა ბიზნესმენმა მკურნობის უცხოეთში გაგრძელებისთვის პროკურატურისგან ნებართვა კიდევ ერთხელ.

ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც აქვს, მათ შორის, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვდა ავთანდილ წერეთელი გამზგავრევისთვის ნებართვას.

ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" საქმეზე ავთანდილ წერეთელს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებას ედავებიან.

"ინტერპრესნიუსი"