მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და რამე იარაღით, სუფთა ხელით"
21-02-2020
მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და რამე იარაღით, სუფთა ხელით"
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე არსებულ ფარდულში მისი ყოფნის მიზანი მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას დახმარება იყო, მაგრამ არა დანით, არამედ სუფთა ხელით. აღნიშნულთან დაკავშირებით კალანდიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში ისაუბრა.

კალანდიამ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი ტრაგედიაც გაიხსენა და განმარტა, რომ მკვლელობა დაგეგმილი არავის არ ჰქონდა.

კალანდიას თქმითვე, კონფლიქტის ადგილზე სკოლის ჩანთით და წიგნებით იყო მისული.

„იქ არავის მოსაკლავად მისვლა დაგეგმილი არ გვქონდა, აბიტურიენტი ვიყავი,
სახლიდან კონფლიქტის ადგილზე უნარების ჩანთით და წიგნებით ვიყავი წასული. პროკურატურა რას ამბობს, ბარემ ვიღაც მოვკალი და უნარებზე ვაპირებდი მერე წასვლას? მოვგვარდით, რომ უნდა შევრიგებულიყავით, იმის არანაირი ვითარება არ ყოფილა, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა. დავით სარალიძისგან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო ჩხუბი. ჩემი ფარდულში შესვლის მიზანი იყო გიორგი
ჯანაშიას დავხმარებოდი. ჯანაშიამ რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა აღიაროს, ჯანაშია იმ დღეს კვდებოდა. ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და რამე იარაღით, სუფთა ხელით. ყველანაირად ვცდილობდი ჩემ თავზე ამეღო დარტყმა, ყველაზე ძლიერი მე ვიყავი და უფრო ნაკლები საფრთხე იქნებოდა, რომ სარალიძე ჩემკენ წამოსულიყო და არა ჯანაშიასკენ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, ყველაფერი სწრაფად მოხდა“, - განაცხადა კალანდიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?