"ბავშვებს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ, შვილებს მამა ზრდიდა" - რას ამბობენ ახლობლები ოჯახზე, სადაც შემზარავი ტრაგედია დატრიალდა?
"ბავშვებს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ, შვილებს მამა ზრდიდა" - რას ამბობენ ახლობლები ოჯახზე, სადაც შემზარავი ტრაგედია დატრიალდა?
ფოტო:მოკლული მამაკაცი გ.კ.
სულისშემძვრელი დანაშაული მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, სადაც 17 წლის ბიჭმა მამა სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. როგორც ახლობლები ამბობენ, 51 წლის მამაკაცს საწოლში ეძინა, როცა მას ესროლეს. შსს-ს ინფორმაციით, ბიჭმა მამის ცხედარი სახლიდან გამოათრია და ეზოში მდგარი დამხმარე შენობის სარდაფში გადამალა. თვითონ კი ორი დღის განმავლობაში იმ სახლში ცხოვრობდა, სადაც ეს საშინელი ტრაგედია დაატრიალა. რაც ყველაზე გამაოგნებელია, არასრულწლოვანი ცდილობ
და არავის შეემჩნია მისი ჩადენილი დანაშაული, სოფელში ჩვეულებრივ დადიოდა, უფრო მეტიც, ნათესავებს და მეზობლებს მამის მოძებნაში დახმარებას სთხოვდა. მათ არწმუნებდა, რომ ნასვამი მამა სანადიროდ ტყეში წავიდა, მაგრამ უკან აღარ დაბრუნდა.

2 დღე და ღამე მთელი სოფელი, მათ შორის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭი, გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებდნენ.

როგორც ჩანს, მოკლულის ძმას სახლის დათვალიერებისას არ გამოპარვია ბევრი დეტალი. მან სახლში დაიწყო
ძმის ძებნა. იმ დროს, როცა მისი ძმისშვილი, მეზობლებთან ერთად, მამის "მოსაძებნად" იყო წასული. მან თოვლში სისხლის წვეთები შენიშნა, ეჭვი უფრო გაუღრმავდა. ბევრი ძებნის შემდეგ უმძიმესი სურათის თვითმხილველი აღმოჩნდა - სარდაფში მოკლული ძმის ცხედარი იპოვა, ცხედარს ზევიდან  ლეიბი და თუნუქის ნაჭრები ჰქონდა დაფარებული. გელას ძმას მაშინვე ხმაური არ აუტეხავს, სასწრაფოდ პოლიცია გამოიძახა. ძალოვნებმა იქვე დააკავეს მოკლულის არასრულწლოვანი შვილი. საუბედუროდ, ეჭვები გამართლდა, როგორც ძალოვნები ამბობენ, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
მამის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებისას
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა, არასრულწლოვანს მამის განზრახ მკვლელობაში ოფიციალურად დასდეს ბრალი. ამ შემზარავი მკვლელობის მიზეზად მამა-შვილს შორის შელაპარაკება სახელდება.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

მომხდარით შეძრულია მთელი სოფელი და სანათესაო. მეზობლები ამბობენ, რომ იარაღის გასროლის ხმა არ გაუგიათ. გამაოგნებელია მკვლელობის მოტივიც. "გელას შვილისთვის უყიდია მობილური ტელეფონი, ეს ტელეფონი ბიჭს დაულომბარდებია. ამის გამო მამას საყვედური უთქვამს, ხვალ მოგთხოვ მაგაზე პასუხსო და დაუძინია. ის მძინარე მოკლა. პირდაპირ თავში აქვს ნასროლი. მერე ცხედარი საწოლიდან ლეიბიანად ჩამოუთრევია კიბეებზე და ეზოში მდგარი სათავსოს სარდაფში შეუტენია. ზემოდან დაუყრია სხვადასხვა ნივთები. ამის შემდეგ ეტყობა მოასუფთავა იქაურობა, რომ სახლში კვალი არ დარჩენილიყო. მეორე დღეს მამამისის მოძებნაში დახმარება გვთხოვა. გაავრცელა ხმა, მამა წავიდა სანადიროდო. არასოდეს მსმენია, რომ მათ შორის კონფლიქტები და ჩხუბი იყო. სიმწრით გამოზარდა მამამისმა შვილები. მეუღლე გარდაცვლილი ჰყავდა და მარტო ზრდიდა. არასრულწლოვანს ვიზუალურადაც არანაირი დაზიანება არ ეტყობოდა, რომ გვეფიქრა, რომ მამამ სცემა და ამის გამო მოკლა. ახსნას ვერ ვუძებნით მომხდარს, შეძრულები ვართ", - ამბობს ოჯახის მეზობელი.

არასრულწლოვანი ბიჭს 9 კლასის დაამთავრების შემდეგ სკოლაში აღარ უვლია. ის, რომ რთული ხასიათის მოზარდი იყო, დაგვიდასტურა სოფელ ჭალის სკოლის დირექტორმა გელა ჩხიტუნიძემ:

ჩვენთან რომ მოიყვანა მამამ, მეოთხე კლასში იყო, მას მეუღლე წლების წინ გარდაეცვალა და დარჩა ორი ბიჭი უდედოდ. თავიდან ბავშვები დედულეთში, ზესტაფონში იზრდებოდნენ. ჩვენთან მეოთხე კლასიდან გადმოიყვანეს. მახსოვს, ბიჭს იმჟამად ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა, რასაც მამა ძალიან განიცდიდა და ზრუნავდა შვილზე. ბავშვობიდან ჯიუტი ხასიათი ჰქონდა. ცელქი ყველა ბავშვია, მაგრამ ეს თავისებური იყო. გაკვეთილზეც ცუდად იქცეოდა, ხან აცდენდა და ამის გამო მამა ბევრჯერ დაგვიბარებია სკოლაში. მამამისი მუშაობდა, წვალობდა, რომ შვილებს ნორმალური პირობები შექმნოდათ, სკოლაში რომ დავიბარებდით და საყვედურს ვეტყოდით, ძალიან ნერვიულობდა, ბუნებრივია, შვილსაც საყვედურობდა, რადგან არ უნდოდა გზა ასცდენოდა. სავარაუდოდ, ამიტომ არ იყო მამა-შვილს შორის კარგი ურთიერთობა.

გელას უფროსი ბიჭი ციხეში რომ მოხვდა, ამის მერე უფრო განიცდიდა, მეორე ვაჟს მეტად აკონტროლებდა. თავისებური ბავშვი კი იყო, მაგრამ ამ საშინელებას ვინ წარმოიდგენდა. გელა მშრომელი კაცი იყო. მაქსიმალურად აკეთებდა ყველაფერს შვილებისთვის. ბიჭი 9 კლასის შემდეგ სკოლიდან გავიდა, ცხონებულმა მამამისმა გვერდში დაიყენა, ერთად მუშაობდნენ, ამბობდა, მინდა, სულ გვერდში მყავდეს, მეშინია რამე შარს არ გადაეყაროსო.

უფროსი ძმა დიდი ხანია დაჭერილია, ჩვენს სოფელში არ უქურდია, სადღაც სხვაგან ჩაიდინა დანაშაული, როგორც ვიცი, ის ძალიან განიცდის საკუთარ არასწორ ნაბიჯს. რასაც ვხედავდით, მამა შეიძლება ცოტა მკაცრი, მაგრამ მზრუნველი ადამიანი იყო, გაოგნებული ვარ, ბიჭმა ამის ჩადენა როგორ შეძლო.

- მოზარდს რაიმე ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა?
- თავისებური ბავშვი იყო, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები მისთვის არ შემიმჩნევია.

მერის წარმომადგენელი სოფელ ჭალაში, გიორგი ლომაურიძე:
"ბავშვებს დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალათ, შვილებს მამა ზრდიდა. ამბობდა, ჩემს შვილებს დედინაცვალს არ მოვუყვან სახლშიო, ამიტომ ცოლი არ მოუყვანია. ახლოს ცხოვრობენ მისი ძმა და დედა და ისინიც ედგნენ გვერდში, ეხმარებოდნენ. ემოციური ბავშვი იყო, მაგრამ სამეზობლოში და სამეგობროში ცუდი არაფერი გაგვიგია.

მამა-შვილი მარტო ცხოვრობდა. სოფელი მჭიდრო დასახლებული არ არის, მეზობლები ახლოს არ ცხოვრობენ, ამიტომ გასროლის ხმა არავის გაუგია. შოკირებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა".

მომხდარის გამოძიება გრძელდება, რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა, ჯერჯერობით უცნობია. ძალოვანები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ მან დანაშაული აღიარა. არასრულწლოვანი ბიჭისთვის ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ძალოვნები მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც შეისწავლიან და გაირკვევა, იყო თუ არა, დანაშაულის ჩადენისას, მოზარდი შერაცხადი და ამ უმძიმეს ტრაგედიას წინ რა ინციდენტი უძღვოდა.


მკითხველის კომენტარი (1)
მამა
22 თებერვალი 2020 17:13
ალბათ ახლაც თავის შვილზე ფიქრობს, მისი დარდი აქვს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები