"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი" - რატომ არის მობილიზებული პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრული?
"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი" - რატომ არის მობილიზებული პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრული?
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან პატრულის მობილიზების მიზეზს განმარტავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში აღმოჩენილია, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი.

"პირველ და მეორე სართულებს შორის ნაპოვნია სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი. იარაღი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა აღმოაჩინა და გვაცნობა, რასაც მოჰყვა მყისიერი რეაგირება სამართალდამცავების მიერ. გამოძიება დაიწყო თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით“, - განუცხადეს სააგენტოს შსს-ში.

თავის მხრივ, პარლამენტის
პრესსამსახურშიც უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

"პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ კორპუსთან საპატრულო პოლიციის მობილიზება სპიკერის ბინასთან მიმართებაში მომხდარ რაიმე ფაქტს არ უკავშირდება. სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარის სახლში შეღწევის მცდელობას“, - აღნიშნეს პარლამენტის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა