სამტრედიის შესასვლელთან ტრაილერის და მინივენის შეჯახებისას 5 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

სამტრედიის შესასვლელთან ტრაილერის და მინივენის შეჯახებისას 5 ადამიანი დაიღუპა

სამტრედიის შესასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი დაიღუპა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.