ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით დახოცა, პატიმრობა შეეფარდა - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე?
ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით დახოცა, პატიმრობა შეეფარდა - რა განაცხადა მისმა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე?
დედისა და ბებიის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 19 წლის მიხეილ (ნიკა) ზაუტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც.

ადვოკატ თამარ გაჩეჩილაძის განცხადებით, ბრალდებულის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი ბრალდების მხარის პოზიციას ეთანხმებიან
. ამასთან, ადვოკატი აღნიშნავს, რომ გამოსაკვლევია ბრალდებულის ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. ბრალდებულს სხდომაზე არაფერი უთქვამს.

მიხეილ
ზაუტაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს. მას ბრალი 11'-109-მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც ოჯახის წევრების განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია და დედა მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები