გიორგი კაპანაძე: "ზვიად კუპრავას დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ" - კვირის პალიტრა

გიორგი კაპანაძე: "ზვიად კუპრავას დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ"

Presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელ "ფეიბუკში" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სცემეს. ის აქვეყნებს ფოტოსაც. მისი თქმით, კუპრავას საკუთარ სახლთან გაუსწორდნენ ფიზიკურად.

"ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონა ვირუსად უნდა გამოცხადებულიყო.", - წერს კაპანაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად კუპრავაზე თავდასხმის გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.