ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის" ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, "პრესა.ჯი“-ს დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ინტერპრესნიუსი"