ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა - კვირის პალიტრა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მათივე ინფორმაციით, დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.