სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა - კვირის პალიტრა

სოფელ დარჩელში ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით არიან მოთავსებული, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა დავით ბიგვავამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემთხვევა წუხელ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, დარჩელის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოყირავდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"