"როგორც მითხრეს, დედა ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თეა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს"
"როგორც მითხრეს, დედა ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თეა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს"
ფოტო:გარდაცვლილი დედა-შვილი
კიდევ ერთ ოჯახში დატრიალდა შემზარავი ტრაგედია. კიდევ ერთმა ახალგაზრდა კაცმა ამოხოცა ოჯახის წევრები. ამჯერად ენითაუღწერელი ტრაგედია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭოპორტში დატრიალდა. 40 წლის ლაშა ქიმბარიშვილმა 28 თებერვალს, გამთენიას, სანადირო თოფიდან გასროლით დედა და და მოკლა. დედა ადგილზე დაიღუპა, სასიკვდილოდ განწირული და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა. მომხდარით შეძრულები არიან თანასოფლელები დ ავერ აუხსნიათ რატომ დატრიალდა ეს საშინელი ტრაგედია.

kvirispalitra.ge ესაუბრა დუშეთის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს ჭოპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბატონ
მამუკა აფციაურს:

- შეძრული ვარ მომხდარით და ვუსამძიმრებ, პირველ რიგში მთელ სანათესაოს. დეტალები ჯერ კიდევ გარკვეული არ არის. ცნობილია, რომ ლაშა ქიმბარიშვილმა დახოცა დედა - ციცინო და და - თეა. წუხელ, გამთენიისას მოხდა ეს საშინელება, ზუსტად რომელ საათზე, არ ვიცით. ლაშა სოფელში ცხოვრობდა, ცოლ-შვილი არ
ჰყავს. პერიოდულად მუშაობდა, რა საქმეც გამოუჩნდებოდა იმის მიხედვით. ბოლო დროს არ მინახავს, ფსიქიკური პრობლემა მისთვის ადრე არასდროს შემინიშნავს. ციცინო ძალიან კარგი ქალი იყო, ამ ოჯახის წევრებს შორის არსებულ კონფლიქტზე არასოდეს არაფერი მსმენია.
ახლა ბიძას ვესაუბრე, განადგურებულია და ზედმეტი კითხვის დასმაც ვერ შევძელი. ყველა განიცდის, გამოძიება დაადგენს ალბათ დეტალებს.  თეა 45 წლამდე იქნებოდა, დაოჯახებული ისიც არ იყო, სიცოცხლით სავსე, კარგი გოგო იყო... როგორც მითხრეს, დედა ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თეა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

როგორც ვიცი, ლაშა  სვამდა, მაგრამ კონფლიქტის მიზეზი რა იყო, არ ვიცი. როგორც მითხრეს, იმ ღამით ოჯახში სუფრა არ ყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის თაობაზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ:

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ლ.ქ., ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაული ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს".


(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა