სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის შვილის ავტომობილს ჩხრეკენ - კვირის პალიტრა

სამართალდამცავები პაატა ბურჭულაძის შვილის ავტომობილს ჩხრეკენ

სამართალდამცავები მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის ერთ-ერთი შვილის ავტომანქანას ჩხრეკენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, საგამოძიებო მოექმედებები ამ წუთებში მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები ქავჭავაძის გამზირზე ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისშიც ჩაატარეს.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.

ცნობისთვის, 16 მარტს კორონავირუსთან დაკავშრებით გაგზავნილ შეტყობინებების თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ყალბია სმს შეტყობინება, თითქოს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმებ.

"მოქალაქეთა ნაწილს მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა ინფორმაცია, თითქოს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის საკარანტინე ზონად გამოცხადება იგეგმება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და კარანტინის გამოცხადება ამ ეტაპზე არ იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ მსოფლიოში და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ორი დღის წინ გაავრცელა.

"ინტერპრესნიუსი"