რას ეძებენ პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სამართალდამცავები?
18-03-2020
რას ეძებენ პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში სამართალდამცავები?
მსოფლიო ბანის პაატა ბურჭულაძის შვილების ოფისში, რომელიც თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ასრულებენ. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ბურჭულაძეების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

როგორც რამიშვილი აღნიშნავს, სამართალდამცავები საგამოძიებო მოქმედებას ზოგადი განჩინების საფუძველზე ატარებენ და მისთვის უცნობია, თუ რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს.

"განჩინების საფუძველზე მიმდინაროებს საგამოძიებო მოქმედება, კომპიუტერში რა მასალაა, ამას ეძებენ და ვნახავთ, რასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული. განჩინება არის ზოგადი, რომ კომპიუტერიდან ყველანაირი სახის ინფორმაცია უნდა ამოიღონ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ,
რასთან გვაქვს საქმე და რას ითხოვენ. დაკავების საფუძველს ვერ ვხედავ. თუ დაკავება მოხდება, მაშინ ყველაფერი მიზანმიმართულია", - განაცხადა რამიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ბურჭულაძეების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება.


"ინტერპრესნიუსი"





მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები