"ჩემი თანამშრომლის შეცდომა იყო, ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოყვებოდა 6 სმს-ს" - რას აცხადებს ბურჭულაძის ვაჟი?
18-03-2020
"ჩემი თანამშრომლის შეცდომა იყო, ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოყვებოდა 6 სმს-ს" - რას აცხადებს ბურჭულაძის ვაჟი?
მსოფლიო ბანის პაატა ბურჭუალძის შვილის, შუქრი ბურჭულაძის განმარტებით, მის ოფისში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები მისი ყოფილი თანამშრომელი გოგონას ცუდ ხუმრობას უკავშირდება.

როგორც ცნობილია, ბურჭულაძის შვილების ოფისში საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებულ ცრუ შეტყობინებების გაგზავნას უკავშირდება. შუქრი ბურჭულაძე განმარტავს, რომ მისმა თანამშრომელმა „გოგონამ ცუდად იხუმრა“.

„ჩვენგან არანაირი მასიური ცრუ ინფომრაციის გავრცელება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, ჩვენ გვაქვს დამცავი მექნიზმიები, ჩვენი თანამშრომლები 10 სატესტო სმს-ზე მეტს ვერ აგზავნიან. ამ გოგონამ ცუდად გაიხუმრა და
სამწუხაროდ, დავემშვიდობეთ მას, ის გუშინვე გავათავისუფლეთ ბრძანების საფუძველზე.

ვოისჩანაწერზე საუბარი არ არის, საუბარია სმს შეტყობინებაზე. ჯერჯერობით, მიდის ჩხრეკა, რაღაც მითხრეს სუს-ის თანამშრომლებმა, მაგრამ იურისტი არ ვარ და ვერ გეტყვით ზუსტად რა ხდება, როგორ მიდის გამოძიება.

აღნიშნული თანამშრომელი მომსახურების მენეჯერი იყო, რომელის მოვალეობშიც შედიოდა ახალი კილენტები
მოეძია, ასევე მომსახურება გაეწია ძველი კლიენტებისთვის. მომსახურების მენეჯერებს აქვთ უფლება გააგზავნონ მაქსიმუმ 10 სმს, ეს დაკეტილი გვაქვს იმის გამო, რომ მასიური სმს-ების გაგზავნა არ მოხდეს.

ჩვენ თვითონ სმს-ს ვერ ვქმნით, ყველა ჩვენი სმს ოპერატორიდან გადის, სულ დასამალი რომ იყოს, ფიზიკურად ვერ დავმალავდით“, - განაცახადა ბურჭულაძემ.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება პაატა ბურჭულაძის საქმიანობას, ის პასუხობს, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ამას ჩვენ გავიგებთ იმით, თუ როგორ გაგრძელდება გამოძიება. ჩვენ გვესმის რაც მოხდა, უნდა განხორციელებულიყო გამოძიება და გამოიკვეთება, მაგრამ არა ამ სახით, სუს-ის 50 თანამშროელი არ უნდა მოვარდნილიყო, ჩვენ ვითანამშრომლეთ და ის გოგონაც რომ დაეკითხათ, დარწმუნებული ვარ, დაადასტურებდა იმას, რაც ახლა ვთქვი. მისი შეცდომა იყო, მეცოდება კიდეც, წარმოიდგინეთ ვერც კი გაიაზრებდა რამხელა ამბავი მოჰყვებოდა ამას და წარმოიდგინეთ რამხელა ამბავი მოჰყვა მის 6 სმს-ს, რომელიც მან გააგზავნა თავის ახლობლებთან და ოჯახის წვერებთან უბრალოდ სახუმაროდ. მესმის რომ ცუდი ხუმრობაა. გამოძიება გვანახებს ყველაფერს, დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაირკვევა ყველაფერი და იმის საშუალება გვექნება, რომ ჩვენი საქმიანობა გავაგრძელოთ. ვიხილავთ რა მოჰყვება და რა სახით, ამას, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ.

ჩხრეკა კიდევ მიმდინარეობს, ამ წამებში კომპიუტერული ტექნიკის ამოღება მიდის და უნდა გადაიტანონ, ეს რა თქმა უნდა, ძალიან შეგვაფერხებს მუშაობაში, მთელი ინფორმაცია იქ გვაქვს, მაგრამ ვეცდებით მუშაობა გავაგრძელოთ.

ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გარეშე. უბრალოდ რომ დაეკაკუნებინათ, ჩვენ გავუღებდით კარებს, მობრძანდებოდნენ, ყველაფერს ავუხსნიდით, ჩვენი მხრიდან სმს-ების არანაირი მასიური დაგზავნა არ მომხდარა, ეს დარწმუნებული ვარ, თვითონაც იციან, რომ ჩვენი კომპანიიდან სულ რამდენიმე სმს იყო გაგზავნილი“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თვის კითხვადი სტატიები